რეზონანსი
11.08.2018

 შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირი პასუხისგებაში მისცეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეები დროებით მფლობელობაში არსებულ მასაჟის სალონებში გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად ფართს უთმობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×