რეზონანსი
11.08.2018

 ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ რუსეთის ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აიძულებდა მას აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებას. ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც აქვეყნებს ბელარუსული გამოცემა «Незыгарь».

გამოცემა ირწმუნება, რომ რედაქციას ხელში ჩაუვარდა აშშს- დიპლომატური მიმოწერის მასალები, რომელთა თანახმად ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოსთან ომის პროვოცირება, ხოლო მედვედევი აიძულებდა მას იაფი რუსული გაზის სანაცვლოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. გამოცემის თანახმად, ამის შესახებ ლუკაშენკომ დაუფარავად განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×