რეზონანსი
11.08.2018

 აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი წყემიდან მაშველებმა 77 წლის ლამარა სართანია და 87 წლის ლინდა კუპრეიშვილი გადაარჩინეს.

"დაახლოებით 7 საათისთვის საშინელი წვიმა წამოვიდა. გარეთ ვერ გავდიოდით. გვეშინოდა. მაშველებმა მკლავებში ჩაგვიხუტეს და სამშვიდობოს გაგვიყვანეს. აწი სიკვდილის არ მეშინია, თურმე პატრონი გვყოლია"- აცხადებენ ქალბატონები.

ცნობისთვის, წუხელ ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. უხვმა ნალექმა ყველაზე მეტად აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ადიდებულმა მდინარებმა და ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×