რეზონანსი
11.08.2018

 (რეზონანსი) თერჯოლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×