რეზონანსი
11.08.2018

 (რეზონანსი) რამდენიმე დღეა სავალუტო ჯიხურებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეიცვალა. დღეის მონაცემებით, დოლარის კურსი 2.52-2.54 ლარის ფარგლებში, ევროს კი - 2.87-2.90 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2.5339 ლარია, ევროს ოფიციალური კურსი კი, 2.9061 ლარი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება განმარტა და თქვა, რომ გაცვლით კურსზე გავლენა რეგიონში, კერძოდ, თურქეთსა და რუსეთში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×