რეზონანსი
11.08.2018

 (რეზონანსი) შავ ზღვაზე 4-ბალიან შტორმს ვარაუდობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა, ორ მეტრს მიაღწიოს.

შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. შესაბამისად ცურვა აკრძალულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

10 აგვისტოს, ქობულეთში, მახინჯაურსა და ბათუმში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×