რეზონანსი
11.08.2018

 (რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსულ გაზეთ "იზვესტიას" განუცხადა, რომ თბილისთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლა ადრე თუ გვიან აღდგება.

"მატარებლები აუცილებლად დაიწყებენ მოძრაობას. უნდა ეს საქართველოს თუ არა, მაგრამ რკინიგზამ მუშაობა უნდა დაიწყოს. თანამედროვე ვითარება მოითხოვს, რომ ჩვენ ეკონომიკის სფეროში აქტიურად ვითანამშრომლოთ კავლასიის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან. მაგრამ საქართველოს ეკონომიკური საკითხი პოლიტიკურში გადაჰყავს. რკინიგზის გამოყენება რესპუბლიკისათვის დამატებითი მხარდაჭერა იქნებოდა. მაგრამ თბილისს აფხაზეთის დამოუკიდებლობის გაძლიერება არ სურს, მათ შორის ეკონომიკურის."-აცხადებს ხაჯიმბა.

"იზვესტიასთან" ინტერვიუში ხაჯიმბამ საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ნატო რუსეთის სამხრეთით საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმს ქმნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×