
კუკავა ცესკოში პარტია „თავისუფალმა საქართველომ" წარადგინა. კახა კუკავა 2004 წელს საქართველოს პარლამენტის წევრად საარჩევნო ბლოკ "ნაციონალური მოძრაობის" სიით გავიდა, თუმცა, პრაქტიკულად არჩევისთანავე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.2007-2009 წლებში იყო "გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი და სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 2010 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო".
ამ დროისთვის, ცესკოში პრეზიდენტობის სულ 14 კანდიდატია წარდგენილი.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის კანდიდატია შალვა ნათელაშვილი; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები" -ლევან ჩხეიძე; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - ვახტანგ გაბუნია; „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" - ზვიად ბაღდავაძე; პარტია „საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი; „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე" - მიხეილ გელა სალუაშვილი.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, „ევროპულმა საქართველომ" - დავით ბაქრაძე; „გირჩის" კანდიდატია - ზურაბ ჯაფარიძე; თავისი გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც „ოცნების" მხრიდან კანდიდატის წარდგენას ელოდება. პრეზიდენტად კენჭს იყრის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი. მას მხარს „თავისუფალი დემოკრატებიც" უჭერენ
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 6 აგვისტოს ოფიციალურად განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. 6 აგვისტოსვე ცნობილი გახდა, რომ არჩევნებში "ქართული ოცნება" კანდიდატს არ წარადგენს, ყველა კანდიდატის დასახელების შემდეგ კი რომელიმეს დაუჭერს მხარს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება