რეზონანსი
11.08.2018

 (რეზონანსი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტიქიის ზონებიდან უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. სამსახურის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, 14:00 საათისთვის შევიდა 9 შეტყობინება.

ზუგდიდი - მეხანძრე-მაშველებმა 4 საცხოვრებელ სახლში წყალი ამოტუმბეს. ასევე, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მობილიზებული იყო სასტუმრო "ოქროს საწმისის" მიმდებარედ დატბორილ ტერიტორიაზე.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, მეხანძრე-მაშველებმა წყალი ამოტუმბეს სოფელ ბანძაში 3 საცხოვრებელ სახლში.

სენაკი - შემოსულია 1 შეტყობინება. მეხანძრე- მაშველებმა მოქალაქის საცხოვრებელ სახლში სანიაღვრე არხიდან წყალი ამოტუმბეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველოს დამატებითი ძალებია მობილიზებული იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში, საქართველოს სხვა რეგიონებიდან საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ შემოსულა.

შავ ზღვაზე 4-ბალიან შტორმს ვარაუდობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა, ორ მეტრს მიაღწიოს.

შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. შესაბამისად ცურვა აკრძალულია. 10 აგვისტოს, ქობულეთში, მახინჯაურსა და ბათუმში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×