რეზონანსი
11.08.2018

 (რეზონანსი) თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე ამ დრომდე რთული ვითარებაა. ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, სოფელ ლეჩურთან მაღალი გამავლობის 30-მდე მანქანა არის გაჩერებული. ეს არის ის ბოლო წერტილი, რომლის შემდეგაც მანქანებს აღარ ატარებენ.

მოძრაობა ყველანაირი სახის ტრანსპორტისათვის აკრძალულია. ტურისტები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ. როდის მოხერხდება გზის გახსნა, ჯერჯერობით უცნობია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ24-კმ52 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული.

მანამდე 10 აგვისტოს ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ჩარჩენილი ტურისტები გამოიყვანეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×