რეზონანსი
11.08.2018

 (რეზონანსი) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარი ორი კაცის მკვლელობის ფაქტზე ამავე სოფლის მცხოვრები დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხისმცხოვრებმა საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები, ასევე მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს ერთ-ერთის ნაცნობები თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 1974 წელს დაბადებული პ.მ. და 1983 წელს დაბადებული ს.პ. რამდენიმე საათში სახლის მასპინძელსა და პ.მ.-ს შორის, მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, ისინი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×