რეზონანსი
12.08.2018

 ქვემო ქართლში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნილია - სამართალდამცველებმა 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს. მას საკუთარი ბიძაშვილის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ. მკვლელობა მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის თემის სოფელ სეიდგოჯალოს ტყეში, მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებული მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×