რეზონანსი
12.08.2018

 ძალის პოზიციიდან საუბარს რუსეთი ვერ შეეგუება - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

სერგეი შოიგუმ კომენტარი გააკეთა გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი კურსია საჭირო.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გერმანელ კოლეგას ისტორიის გამეორებისკენ მოუწოდა.

„ჰკითხეთ თქვენ ბაბუებს, რას ნიშნავს რუსეთთან ძალის პოზიციიდან საუბარი", - თქვა შოიგუმ.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ღიაა ნებისმიერი კონტაქტისთვის და თანასწორუფლებიანი თანაშრომლობისთვის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×