რეზონანსი
12.08.2018

 ანაკლიაში წყალდიდობისგან დატბორილ სახლებში ამოტუმბვითი სამუშაოები დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე ჩასული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მტკიცებით, წყლის დონის დაწევამდე პროცესი უშედეგო იქნება.

"რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფის ჩასვლის შემდეგ, ანაკლიაში სპეციალურმა ტექნიკამ დამატებითი არხების გაჭრა დაიწყო.

ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა თიკორის დასახლება, სადაც წყალდიდობის გამო 10 ოჯახი პრაქტიკულად გარე სამყაროს მოწყვეტილია.

შექმნილ ვითარებას ადგილობრივები და ტურისტები პორტის მშენებლობას უკავშირებენ და ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობენ. ანაკლიაში ამ დრომდე წვიმს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×