ტატა შოშიაშვილი
12.08.2018

 პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ ახლმა პრეზიდენტმა თავის რეზიდენციად კვლავ ავლაბრის სასახლე უნდა აირჩიოს. როგორც მან „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი შევა ავლაბრის რეზიდენციაში და ყველანაირად ეცდება, რომ სახელმწიფომ შეამციროს ხარჯები, რომელიც სახელმწიფო რეზიდენციების შენახვისთვისაა გამოყოფილი:

„ახალი პრეზიდენტი ყველა ვარიანტში შევა ავლაბრის რეზიდენციაში, იმიტომ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას სჭირდება დრო. როდესაც პრეზიდენტად აირჩევენ ადამიანს, ქუჩაში ხომ არ დარჩება?! რას იტყვის სალომე ზურაბიშვილი - რომ არ შევალ პრეზიდენტის რეზიდენციაში?! მაშინ რას იზამს, სად იმუშავებს?! ესე იგი არ იმუშავებს. მთავარი ისაა, დარჩება თუ არა იქ გარკვეული პერიოდის შემდეგ.

„მე პირადად, უფრო სწორად მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა დარჩეს ავლაბრის რეზიდენციაში. მგონია, რომ ასე უფრო დაიზოგება სახელმწიფო ბიუჯეტი იმიტომ, რომ ის ვერსია, რომელზეც მთავრობაში საუბრობდნენ, კერძოდ ის, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია უნდა გადავიდეს ათონელის ქუჩაზე და ავლაბრის რეზიდენციაში უნდა გაიხსნას რაღაც ახალი დაწესებულება, ეს ნიშნავს ხარჯების დიდი რაოდენობით გაზრდას. გამოდის, რომ  ავლაბრის რეზიდენციაც იმუშავებს ერთი სახელწიფო უწყება და ათონელზეც. ორივე არ არის საჭირო, უნდა იმუშაოს ერთერთმა. პრეზიდენტის რეზიდენციას, როგორც ქუთაისის პარლამენტს, ვერავინ ვერ დაანგრევს“, - აღნიშვას კახა კუკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×