რეზონანსი
12.08.2018

 31 წლის ქალი, რომელიც სოფელ ალმეში ცივი იარაღით დაჭრეს, ბათუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. დაჭრილის მეუღლის თქმით, თავდამსხმელი მეზობლია, რომელთანაც კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ მოპარული მობილური ტელეფონის გამო დაიწყო, რის გამოც მათ პოლიციას მიმართეს.

რამინ აბულაძე ამბობს, რომ მეზობელი მათ სახლში მაშინ მივიდა, როცა მისი მეუღლე მარტო იმყოფებოდა.

დამნაშავე განზრახ სხეულის დაზიანების ბრალდებით პოლიციამ უკვე დააკავა. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×