რეზონანსი
12.08.2018

 "ანაკლიის პორტმა გადაკეტა წყალსადენები" - ამის შესახებ ანაკლიაში სტიქიის შედეგად დაზარაკებულები აცხადებენ და ამბობენ, რომ სანიაღვრე არხებმა მოსული უხვი ნალექის შედეგად მოსული წყალი ვერ გაატარა, რის შედეგადაც მათი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.

"მისულები ვიყავით პორტის ტერიტორიაზე, თუმცა მანდ არ შეგვიშვეს, ჩვენი ინფორმაციით ანაკლიის პორტმა წყალსადენები გადაკეტა, წყალს წასასვლელი არსად ჰქონდა და სახლები დატბორა. ვითხოვთ დახმარებას", -  აცხადებენ ადგილობრივები.

ამ წუთებში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"ანაკლიის" პორტში აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ წყალსადენების მილების გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×