რეზონანსი
12.08.2018

 პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დღევანდელ ქადაგებაზე, დეკანოზ მამალაძეზე საუბრისას მედიის წარმომადგენლები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დეკანოზ მამალაძის საქმე ჟურნალისების გადასაწყვეტი არაა. მეუფეს კრიტიკის ობიექტები ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და ინგა გრიგოლია გახდნენ.

"შეხედეთ, თითქმის ორი წელია მაგათ ავაზაკობას ვითმენ, ვუსმენ. არ გეგონოთ რომ შეწყალების მოწინააღმდეგე ვარ. პრეზიდენტის გადასაწყვეტია უნდა შეიწყალოს თუ არა. ვერ ჩავერევი იმიტომ, რომ მე პრეზიდენტი არ ვარ. ვისაც პატრიარქის მოცილება უნდა და იმას კაცად აცხადებენ, თავიდანვე, რომ კაცი არ არის, ის როგორ უნდა იყოს კაცი ან მღვდელი. დაგვაცადონ ჩავატარებთ სინოდს და ყველა ვნახავთ, ვინ არის მტერი ეკლესიის და ვინ არის მოყვარე. ასე არ შეიძლება, რომ გვარამიას გადასაწყვეტი, გაბუნიასი და მესამე, რომ ჰყავთ ნოდარი მელაძის გადასაწყვეტი, არ არის და არც ინგა გრიგოლიას გადასაწყვეტი არ არის ეკლესიის შიდა საქმეები. გამოუშვან არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ რასაც ვითმენდი როცა ციხეში იყო, მე რომ მაბრალებდნენ, თითქოს დავაჭერინე, მე დავგეგმე ციანიდი? მაგათ რა ჰგონიათ არ ვიტყვი რას აპირებნდენ?

იმიტომ მებრძვიან რომ არ დავანებე და მაგას ყველას დავუმტკიცებ. ზოგი გრიგოლიას კალთას ეფარება, ზოგი  მელაძის. ბერობა და ეპისკოპოსობა ლაჩრობას არ ნიშნავს, ჩემს პატრიარქს ბოლომდე დავიცავ" - განაცხადა მეუფე იაკობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×