რეზონანსი
12.08.2018

 საფრანგეთში პარკის პიუ-დიუ-ფუს ადმინისტრაციამ ექვსი ყვავი გაწვრთნა და ისტორიული ნაკრძალის ტერიტორიის ნაგვისგან გასაწმენდად იყენებს. ყვავები, ძირითადად, სიგარეტის ნამწვებს და წვრილმან ნაგავს კრეფენ და სპეციალურად გამოყოფილ ყუთებში ყრიან, რომელიც მშრომელ ფრინველებს სასუსნავით ასაჩუქრებს.

„ჩვენი მიზანი პარკის დასუფთავებაზე მეტად, ადამიანების გახალისებაა. ძირითადად მოწესრიგებული სტუმრები გვყავს და ცდილობენ პარკის ტერიტორია არ დაანაგვიანონ“ - ამბობს პარკის დირექტორი  ნიკოლაი ვიიერი.

პიუ-დიუ-ფუ ისტორიული ატრაქციონების პარკია, რომელსაც წელიწადში ორ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ, პარიზის დისნეილენდის შემდეგ, ის საფრანგეთში მეორე ადგილზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×