უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი, მაგრამ სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი აღარ არის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, 13 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზომიერი წვიმა.
"ჰაერის ტემპერატურა 13 აგვისტოს 24-29 გრადუსის ფარგლებში იქნება როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ხოლო თბილისში +28 გრადუსი იქნება.
14 და 15 აგვისტოს კი დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, მათ შორის ზღვის კურორტებზე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან
რაიონებში. ტემპერატურა მოიმატებს 32 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გრილი ამინდი შენარჩუნდება.
რაც შეეხება თბილისს, 14 აგვისტოს - 27 გრადუსი, 15-ში კი 26 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ასევე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა", - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.
მისივე თქმით, ძლიერი ნალექი და ზღვაზე შტორმი მოსალოდნელი არ არის.