ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობმა განაცხადებით, საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები ციანიდის საქმით ცდილობენ გიორგი მამალაძის გმირად წარმოჩენას, ხოლო ეკლესიის სხვა წევრების წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რათა საზოგადოებას ცუდი წარმოდგენა ჰქონდეს ეპისკოპოსებსა და ბერ-მონაზვნებზე.
"შეხედეთ, თითქმის 2 წელია მათ ავაზაკობას ვითმენ, ვუსმენ, არ გეგონოთ, რომ პრეზიდენტის მიერ, გიორგი მამალაძის შეწყალების მოწინააღმდეგე ვარ, ეს მისი გადაწყვეტილებაა და მე ვერ ჩავერევი. დაგვაცადონ, ჩავატარებთ სინოდს და ყველა ვნახავთ, ვინ არის ეკლესიის და ჩვენი სამშობლოს მტერი ან მოყვარე.
თითქოს მე დავაჭერინე, მე შევუკვეთე ციანიდი? და მაგათ რა ჰგონიათ, არ ვიტყვი რას აპირებდნენ და რას არა? – სხვებზეც არ ვიტყვი უნდოდათ თუ არა პატრიარქის მოცილება? – იმიტომ მებრძვიან, რომ არ დავანებებ. სახელმწიფოს თუ არ შეუძლია სამსართლიანობის აღგდენა მე დავიწყებ, ჩვენთანაც და ბევრგანაც.
სახელმწიფოსიც მიკვირს, არ იციან მისი ავაზაკობა? თუნდაც ის, რომ რუსეთის ეკლესიის წევრი იყო ეს მამალაძე, მანქანა რომ დაუწვეს და ცოცხალმა ძლივს რომ გამოაღწია, ჩვენმა ეკლესიამ რატომ შეიფარა ჩემთვის დღესაც გაუგებარია, იმ ავაზაკს რატომ იცავენ?” – განაცხადა მეუფე იაკობმა.