რეზონანსი
13.08.2018

 პარტია "თავისუფალი საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა  ვინ იქნება მათი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერჯერობით უცნობია. პარტისი ლიდერის, კახა კუკავას თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონულტაციები ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში, თუკი ის არ დათანხმდება, მაშინ თავად იყრის კენჭს პრეზიდენტად.

"ჩვენ შევთავაზეთ, ყოფილიყო ეროვნული ძალების ერთიანი კანდიდატი. შეიძლება ყველაფერში მეც არ ვეთანხმებოდე, მაგრამ მას აქვს ყველაზე მაღალი ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან. დათანხმდება თუ არა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. იდეალური იქნებოდა, რომ ლევან ვასაძე ყოფილიყო კანდიდატი, ვინაიდან მას აქვს საზოგადოების ჩემზე მაღალი ნდობა, მაგრამ თუ არ იქნება ლევა ვასაძე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ არჩევნებში ლიბერალებს დავტოვებთ მარტო", - განაცხადა კახა კუკავამ TV პირველის ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×