რეზონანსი
13.08.2018

 საბერძნეთში დღეს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები ჯერ ვერ ახერხებენ. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში ბოლომდე არიან ჩართულები, ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება.

კუნძულ ევიაზე, სოფელ სტავროსსა და კონტროდესპოტის შორის არსებულ ტყეს ცეცხლი ადგილობრივი დროით 17:23 საათზე გაუჩნდა. სახმელეთო და საჰაერო მობილიზაციის მიუხედავად, კუნძულის ცენტრალურ ნაწილში სტიქია ძლიერი ქარის გამო მალევე გავრცელდა. შედეგად ორივე სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. სტიქიის ზონაში უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა ავტომაგისტრალებიც.

ტყის ხანძრის ჩაქრობას 200-მდე მეხანძრე, 50 სამხედრო მოსამსახურე ცდილობს. ისინი რთული რელიეფიდან გამომდინარე ცეცხლის ჩასაქრობად ათ სხვადასხვა სახეობის ტექნიკას იყენებენ. სტიქიის გამო კუნძულ ევიაზე საგანგებო მდგომარობა გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×