რეზონანსი
13.08.2018

 26 წლის ახალგაზრდა ქალმა მისურის შტატიდან, შერონ რენეა დინგლიდეინმა ავტომობილი სპეციალურად მიმართა მდინარე კანზას-რივერისკენ, რომ შვილები: ერთი წლის ბიჭუნა და 5 წლის გოგონა წყალში დაეხრჩო და ამ გზით ისინი მოეშორებინა.

თუმცა მას ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელება არ დასცალდა. შემთხვევითმა მოწმეება ამ უცნაური სურათის ხილვის შემდეგ მაშველებს გამოუძახეს, შარონი და 1 წლის ბიჭუნა წყლიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც შეეხება 5 წლის გოგონას, ის მეორე დღეს აღმოაჩინეს გარდაცვლილი.

ამჟამად შარონ რენეა დინგლიდეინი დაკავებულია და იმყოფება დუგლასას საოლქო ციხეში. მასზე დანიშნულია გირაო 1 მილიონი დოლარის ოდენობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×