რეზონანსი
13.08.2018

 სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა.

როგორც "ნინოს" დირექტორმა ნინო კაკულიამ განაცხადა, პაციენტის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის დაწყების შემდეგ 35 წლის ქალს გული გაუჩერდა, რის მიზეზსაც ამჟამად ექსპერტიზა ადგენს.

„პაციენტმა კლინიკა „ნინოში“ 19:45 საათზე იმშობიარა, სისხლდენა კი მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ დაეწყო. წნევა დაუვარდა და სისხლდენის გამო სისხლის ბანკებისთვის მიმართვა გახდა საჭირო, თუმცა მისი ჯგუფის სისხლი არცერთ პარტნიორ სისხლის ბანკს არ აღმოაჩნდა. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანისას ჯერ კიდევ გონზე იყო.

ჩვენ დანაშაული არ მიგვიძღვის, რაც შეგვეძლო, რაც საჭიროა, ყველაფერი გაკეთდა. ჩვენთან არ დაღუპულა, ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. აქ იმშობიარა, სტაბილურ მდგომარეობაში გადავიყვანეთ და იქ დაიღუპა. ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გაკეთებული იყო“, - აღნიშნა "აიპიენთან" კაკულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×