რეზონანსი
13.08.2018

 ესპანეთის ქალაქ მარბეიაში პოლიციამ 11 პირი დააკავა, მათ შორის არიან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები დავით ქარდვა და ლაშა ბარათელი.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ინტენსიურ თანამშრომლობას.

ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე დღის წინ ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაციის - „კუში 3“-ის შედეგად დაკავებულია 2 ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი.

ესპანეთის ქალაქ მარბეიაში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტია“: 1978 წელს დაბადებული დავი ქარდავა . (იგივე ი.ფ.) და 1989 წელს დაბადებული ლაშა ბარათელი ( მეტსახელად „ჭია“). გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები აქტიურად იყვნენ ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×