რეზონანსი
13.08.2018

 ეროვნული ვალუტა გაუფასურებას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2 დღის წინ მთავრობისა და საბანკო ასოციაციის წევრები საგანგაშოს ვერაფერს ხედავდნენ და ლარის დასტაბილურებასაც პროგნოზირებდნენ,  ვითარება დადებითისკენ არ შეცვლილა. "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში 1 ლარი ამჟამად 2,5550 დოლარი ღირს, ცოტა ხნის წინ კი კურსი 2,57-მდეც იყო ასული.

ექსპერტები ვალუტის კურსის ცვლილების მიზეზად მეზობელ ქვეყნებში არსებულ ვითარებას ასახელებენ. თურქული ლირა და რუსული რუბლი გაუფასურდა, რასაც გავლენა აქვს საქართველოზეც. პარასკევიდან მოყოლებული თურქული ლირა კატასტროფულად დაეცა. 1 დოლარი უკვე 7 ლირა ღირს. შეიძლება ითქვას,  მეზობელი ქვეყანა ფინანსური კოლაფსის პირასაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×