რეზონანსი
13.08.2018

 უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის მოწმობის რაოდენობამ 2018 წელს 80 000-ს გადააჭარბა, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა, 100 000-ზე მეტი იყოს. 2012-16 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება აღირიცხა. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ინფორმაციით, საქართველოში უძრავ ქონებას 53% რუსი, 5% უკრაინელი, 5% სომეხი, 5% აზერბაიჯანელი და 4% ისრაელის მოქალაქე ფლობს.

“კვირის პალიტრის” ინფორმაციით, შრომითი ნებართვების დიდი ნაწილი თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, უკრაინის და ირანის მოქალაქეებზეა გაცემული. მუდმივი ცხოვრების ნებართვებს, ძირითადად, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები იღებენ. სასწავლო ნებართვების დიდი წილი ინდოეთის, ერაყის, ნიგერიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებზე მოდის, ხოლო ოჯახის გაერთიანების მიზნით,ბინადრობის ნებართვები გაცემულია აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×