(რეზონანსი) ჩვენთვის სახელმძღვანელოა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არსებობს და უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ განაჩენის შესაბამისად, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას ე.წ. ციანიდის საქმესთან და კერძოდ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოდინი აქვს პრეზიდენტის მიერ დაკავებული დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით.
"ჩვენთვის სახელმძღვანელოა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არსებობს. არის კონკრეტული განაჩენი და უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ განაჩენის შესაბამისად. შეწყალებას რაც შეეხება, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა: "არ მინდა სიღრმეში შევიდე. მე პირადად ნაქვს ნანახი ის ვიდეოკადრები, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გავრცელდა. როდესაც სტრასბურგის მოსამართლეები ამ კადრებს ნახავენ, ისინი, ალბათ, თავის ობიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ",- განაცხადა კობახიძემ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა, გასულ კვირას, პრეზიდენტს მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით მიმართეს.