რეზონანსი
13.08.2018

 (რეზონანსი) ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ნამახვან ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

ისინი ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მოსახლეობას დატბორვა ემუქრება, შეიცვლება კლიმატი, ბიომრავალფეროვნება და განადგურდება ყურძნის უნიკალური ჯიშები.

ადგილობრივების განცხადებით, არ აპირებენ არცერთ შემოთავაზებაზე დათანხმებას. მათივე თქმით, კომპანიამ სათემო საკონსულტაციო საბჭოები შექმნა და მოსახლეობის მოსყიდვას ცდილობს.

კომპანია Clean Energy-ში აცხადებენ, რომ ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად საქართველოში სასათბურე აირის, ნახშირორჟანგის გამოყოფა ყოველწლიურად დაახლოებით 700 000 ტონით შემცირდება, რაც CO2-ის, 7 %-ით ემისიის ექვივალენტურია.

პროექტი მოიცავს ორსაფეხურიან კასკადს და შედგება ნამახვანისა და ტვიში ჰესებისაგან, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 433 მეგავატია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×