რეზონანსი
13.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით, მას გარკვეული პესიმისტური მოლოდინი გააჩნია.

კობახიძის თქმით, ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი სასამართლოში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე თავის თანამშრომლებს ნიშნავდა ხოლმე, რაც მისი თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. მიუხედავად ამისა კობახიძის თქმით, მიმდინარე კონსულტაციებში საპარლამენტო უმრავლესობა ჩაერთვება.

„რამდენადაც ვიცი, შედგა კომუნიკაცია უმრავლესობის ლიდერთან და მან დაადასტურა მზადყოფნა, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციები გამართოს. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, არის გარკვეული პესიმიზმი ჩვენს მოლოდინებში, რაც გამომდინარეობს იმ წარსულიდან, რომელიც არის დაკავშირებული პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების განმწესებაში მონაწილეობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ის რეგულარულად, თავის თანამშრომლებს ნიშნავდა ხოლმე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში, რაც არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ამას ჰქონდა თავისი, ძალიან მკაფიო, ლოგიკური ახსნა, მას ჰქონდა თავისი სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობდა ამ ინტერესებით, სხვანაირად ვერ აიხსნება თანამშრომლების გაგზავნა სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის საკმაოდ პესიმისტური, თუმცა ვნახოთ, კონსულტაციები გაიმართება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას",-განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×