(რეზონანსი) თბილისში, მშობიარე ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ, ღუდუშაურის საავადმყოფოში. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ 35 წლის ქალი საავადმყოფოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
საავადმყოფოში განმარტავენ, რომ ოთხ ლიტრამდე სისხლი დაღვრილი იყო უკვე მუცლის ღრუში და საოპერაციოში აყვანის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
„შპს „ნინოდან" ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა გადმოყვანილი, შემოსვლისას დაისვა დიაგნოზი - ფარული სისხლდენა, ჰემორაგიული შოკი. შემოსვლიდან 8 წუთში პაციენტი საოპერაციო ბლოკში იქნა აყვანილი, ჩატარდა ოპერაცია, ინტრაოპერაციულად მუცლის ღრუში აღმოჩნდა დაახლოებით 4 ლიტრამდე სისხლი, მშობიარობის შედეგად გამოწვეული საშვილოსნოს გახევა. ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მასიური სისხლის დანაკარგის გამო, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო", - ამბობს ღუდშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მიმღები და გადაუდებელი სამსახურის უფროსმა თათა ქაჩიბაია.
10 აგვისტოს ღამით სამშობიარო სახლ „ნინოში" მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი ნატალია აბრამიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალის ახლობლები სამშობიაროს ადმინისტრაციას და ექიმებს უყურადღებობაში და დაუდევრობაში ადანაშაულებენ.