ნევროლოგი ზურაბ მეტრეველი ეხმაურება მარიხუანის ლეგალიზაციას და ამხელს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დივერსიას:
,,ჩემი პროფესიის გამო საკმარისად ხშირად მიხდება შეხება პრობლემასთან, რომელიც დაკავშირებულია მარიხუანას მოწევასთან. ჩემი პაციენტები აღნიშნავენ, რომ წარსულის რომელიღაც მონაკვეთში იღებდნენ მარიხუანას მეტ-ნაკლები სიხშირით. რა ტიპური ჩივილით მოდიან ამ ტიპის ავადმყოფები:
1. ემოციური გაუწონასწორებლობა
2. მეხსიერების დაქვეითება
3. ძილის დარღვევა
4. ინტელექტუალური სამუშაოს შესრულებისას სწრაფად გამოფიტვა
5. ლიბიდოს დაქვეითება
6. უსიამოვნო ხასიათის ფიქრები
აღნიშნული ჩივილი შეიძლება გამოჩნდეს არა მარტო უშუალოდ მარიხუანას მიღების შემდეგ, არამედ შეძლება მიიღოს ქრონიკული ხასიათი წლების განმავლობაში.ამ კატეგორიის პაციენტების მკურნალობა ხანგრძლივ დროს, ენერგიას, ფინანსურ რესურსებს მოითხოვს გარანტირებული შედეგის გარეშე.
კიდევ ერთხელ დავინტერესდი, რას გვეუბნება მსოფლიო გამოცდილება და არაერთი სერიოზული კვლევები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით:
1. იწვევს თავის ტვინის გარკვეული უბნების დაზიანებას
2. ქვეითდება IQ
3. ქვეითდება ხანმოკლე მეხსიერება
4. 30%-ით მატულობს ფსიქოზის განვითარების რისკი
5. პაციენტები ხდებიან სოციალურად ნაკლებად ადაპტირებულები
6. ქვეითდება ერექცია
7. მატულობს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის განვითარების რისკი
8. უარესდება ძილი
9. ქვეითდება სპონტანური რეაქციის სიჩქარე (ანუ მძღოლებს მკვლელებად აქცევს!)
აღსანიშნავია, რომ მარიხუანის ერთჯერადი მოხმარების შემდეგ მისი მოქმედების კვალი რჩება 7 დღის განმავლობაში. ყველა მკვლევარი ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ დაზიანების ხარისხი ბევრად მეტია მარიხუანას ახლგაზრდებში მიღებისას“.