(რეზონანსი) ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მეუფე იაკობის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მღვდელმთავრისგან მსგავსი საქციელი წარმოუდგენელია.
„წარმოუდგენელია, რომ მღვდელმთავარი მსგავს პოზიციას, მსგავს საქციელს ჩადიოდეს. უბრალოდ ეს ყველაფერი ძალიან შორს არის ქრისტიანობასთან და ქრისტიანულ ღირებულებებთან, ამაზე ძალიან ვწუხვარ და შევთხოვ უფალს, რომ გონს მოეგოს მეუფე და სინანული იქონიოს ამ თავისი უპასუხისმგებლო საქციელის გამო", - განაცხადა მეუფე პეტრემ „ტვ პირველის" ეთერში.
მეუფე პეტრე აღნიშნავს, რომ მეუფე იაკობი იმ არაჯანსაღი სიტუაციის მსხვერპლია, რომელიც საპატრიარქოში არსებობს.
„მაშინ როდესაც მეუფე საუბრობს საკუთარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანი მამაოს ავაზოკობაზე, არც მეტი არც ნაკლები ძალიან დიდი უხერხულობაა. მაცხოვრის სწავლების თანახმად, დაბანის შემდეგ მხოლოდ ღორი წვება ტალახშიო და მხოლოდ ძაღლი უბრუნდება თავის ნაწყევარს, ნამდვილად მხოლოდ ღორმა არ იცის დაბანის ფასი, განწმედის ფასი, ახალი ცხოვრების ფასი. მეუფეს დამოკიდებულება, ტონალობა, საქციელი, ნამდვილად არ არის არანაირად ცათა სასუფევლის მაძიებელი და მე შევთხოვ, რომ გონს მოეგოს. დიდი ეჭვი მაქვს, როგორც როგორც მამა გიორგი აღმოჩნდა მსხვერპლი საპატრიარქოში არსებული არაჯანსაღი მდგომარეობისა, თვით მეუფეც არის მსხვერპლი არ ჯანსაღი მდგომარეობისა, არაჯანსაღი ურთიერთობისა ხელისუფლებასთან და სპეცსამსხურებთან ურთიერთობისა", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
საკვირაო ქადაგებაში მეუფე იაკობმა ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძე „ავაზაკად" და „დაჯგუფების წევრად მოიხსენია".