მმართველ გუნდში ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას ეხმიანებიან. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება გარე ფაქტორებითაა განპირობებული. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გოგა გულორდავა იმედოვნებს, რომ ლარის კურსი მალე დასტაბილურდება.
„ვხედავთ ყველა, რა პროცესები მიმდინარეობს რეგიონში ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ეს არის თურქეთი, რუსეთი, როგორ უფასურდება მათი ვალუტა. არ შეიძლებოდა, ამ ფაქტორებს გავლენა არ ექონია ჩვენთანაც... რა თქმა უნდა, კურსის მცირეოდენი ზრდა ამ მოკლევადიან პერიოდში, სანამ სტაბილიზაციას მიაღწევს, რაღაც დოზით აუცილებლად შეიძლება გამოიწვიოს“, - განაცხადა გულორდავამ.
დღეს დილით ლარის კურსის საწყისი ნიშნული 2.55-ზე იყო, თუმცა ამ წუთებში ლარის საბაზრო კურსი 2.62-ს აღწევს.