რეზონანსი
13.08.2018

ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა. აფბას ანალიტიკოსის პაატა ბაირახტარმა განაცხადებით, 

კურსთან მიმართებაში საგანგაშო არაფერი ხდება.

„საპანიკო არაფერია. როგორც წესი, რეალობა არის ასეთი – ეგზოგენურ ფაქტორებს ხელს უწყობს აჟიოტაჟურ-პანიკური ფონი. იმპორტიორები იწყებენ დოლარის გადახურდავებას და ეროვნული ვალუტის კურსიც ეცემა. თუმცა საგანგაშო არაფერია. გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა. როცა ლირა უფასურდება და მეორე-მესამე დღეს იწყებს ლარი გაუფასურებას – ეს წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია. ინვესტორები დაიწყეს ბაზრიდან დოლარის ამოღება, ლარის ბრუნვა ბაზარზე გაიზარდა და გაიზარდა წნეხიც ჩვენს ვალუტაზე“ – აცხადებს ბაირახტარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×