რეზონანსი
13.08.2018

 (რეზონანსი) ნორვეგიის ქალაქ დრამენში სენიორ (65+) მოჭადრაკეთა შორის გამართული ევროპის ჩემპიონატი ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, გაფრინდაშვილი გათამაშების შემდეგ 5,5 ქულით პირველობას რუს ელენა ფატალიბეკოვასთან ერთად იყოფდა, თუმცა მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლბეით აჯობა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

შესაბამისად, ვერცხლის მედალი რუსმა ფატალიბეკოვამ მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი თამარ ხმიადაშვილია, რომელიც სენიორთა შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×