რეზონანსი
13.08.2018

ლარის გაუფასუერებას „ხელოვნურ პროცესებს“ უკავშირებს ფინანსისტი დავით წიქარიძე. მისი თქმით, წარმოუდგნელია, მეზობელი ქვეყნის ვალუტის გაუფასება ასეთი სწრაფი ტემპით მოქმედებდეს ლარზე.

„თურქული ლირას გაუფასურება აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის ლართან. ასე უცებ ახდენდეს გავლენას, წარმოუდგენელია, რადგან ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. მიდგომა, რომ მეზობელ ქვეყანაში ვალუტა გაფასურდა და ჩვენთანაც ამიტომ უფასურდება, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა და მეტი არაფერი. მე პირადად ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს, რომ ეს აბოლუტურად ხელოვნურად მართული შიდა პროცესებია, თუმცა ვინ დგას ამის უკან, ამაში ნამდვილად არავინ ჩამახედებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებეობდა, მაქსიმუმზეა ვალუტის შემოსვლა, ამასთან არაფერი გაყიდულა და არც მნიშვნელოვანი ტრანზაქცია განხორციელებულა, რომ ლარის ამგვარი გაუფასურება მომხდარიყო. აქ რაღაც სხვა რამ ხდება“, - აცხადებს "ბიპიენთან" დავით წიქარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×