რეზონანსი
13.08.2018

 პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შევა ავლაბრის რეზიდენციაში, მთავრობას და პარლამენტს კი დაითანხმებს უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულებების განთავსების იმ სქემაზე, რომელსაც 2012 წელს მხარს უჭერდა. კერძოდ: პარლამენტი – თბილისში, პრეზიდენტი – ათონელის ქუჩაზე, საქართველოს რესპუბლიკის სასახლე – ავლაბარში. მისი თქმით,  საქართველოს რესპუბლიკის სასახლე გახდება ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი სიმბოლო.

“იგი პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშვნის პერიოდში გაიხსნება და ერთგვარად ერთ სივრცეში მოაქცევს პირველ (1918-1921) და მეორე რესპუბლიკებს (1991-დან დღემდე). ეს სასახლე არ იქნება რომელიმე თანამდებობის პირის რეზიდენცია. მასში გაიმართება მნიშვნელოვანი სახელმწიფო ღონისძიებები და ცერემონიები, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უმაღლესი რანგის სტუმრების მიღებები, ოფიციალური სადილები, სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიები და სხვა", – აცხადებს უსუფაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×