"ბანკებს გააქვთ ფული და უცხოეთში ვაჭრობენ დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით"
თამარ მუკბანიანი
13.08.2018

ლარის კურსი, დოლართან მიმართებაში ბოლო რამდენიმე დღეში 17 პუნქტით გაუფასრუდა. ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი საგარეო ფაქტორებია. ქვეყანა სავალუტო პანიკის ზღვარზეა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს, გარე ფაქტორების შერბილება შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა. არსებობს მოსაზრება, რომ სწრაფი დევალვაცია საქართველოდან დოლარის მასის თურქეთში გადინებამ გამოიწვია.

სავალუტო ბაზარზე მიმდინარეობს დოლარის აჟიოტაჟური შესყიდვა და შემდეგ ეს შესყიდული ფული უცხოეთში, სარაუდოდ კი თურქეთში იგზავნება, სადაც სავალუტო შიმშილი მძვინვარებს.

"ბიზნეს-რეზონანსმა" ინფორმაციის გადსამოწმებლად ეროვნულ ბანკს მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ ლარის რყევებთან დაკავშირებით, სებ-ი კომენტარს საერთოდ არ აკეთებს. ეს არის პასუხი იმ ორგანიზაციისა, რომელსაც ქვეყანაში ფასების სტაბილურობა და მონეტარული პოლიტიკის წარმართვა ევალება.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ 14 აგვისტოს "რეზონანსში"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×