რეზონანსი
13.08.2018

 ამერიკაში მცხოვრებმა 25 წლის ქართველმა ანა რობაქიძემ მიწისძვრის გამზომი აპარატი შექმნა.  იგი მოწყობილებაზე ჩინელ მეგობართან ერთად ერთ წელზე მეტი მუშაობდა და ახლო მომავალში აპარატის კომერციალიზაცია აშშ-სა და ჩინეთში დაიწყება. 

“სახლის ეს მოწყობილობა უფრო სწორ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს, ვიდრე ის, რითაც დღეს ვსარგებლობთ. მოწყობილობას აქვს სპიკერი და მიწისძვრის დროს გეუბნებათ რა უნდა გააკეთოთ ასეთ სიტუაციაში“, - აცხადებს რობაქიძე. 

მისივე თქით, თუ აპარატების წარმატებული კომერციალიზაცია განხორციელდება, მომავალში ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ და მიწისძვრის სიმძლავრეს და ეფექტს წინასწარ გაზომავენ. 

“ამ დროისთვის, მხოლოდ იაპონიაშია მსგავსი მოწყობილობა, რომელიც მცირედით ჰგავს ჩვენსას, სხვა ქვეყნის ბაზრებზე კონკურენტი არ გვყავს”, - აცხადებს "ბიემთან" რობაქიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×