პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
"არ ვიცი, რატომ გახდა სასირცხვილო სამშობლოს სიყვარული! რატომ უნდა ვმალავდეთ თუ გვიყვარს ეს მოცუცქნული სამოთხე?! ან სხვა, უფრო დიდი რა უნდა განიცადოს ადამიანმა?!
საბოლოოდ ხომ, ისევ მას უნდა ჩავბარდეთ… ჰა, ჰა 1 მეტრი x 2 მეტრზე და მორჩა… ან ცოტა მეტი…
რით ვერ ვძღებით და ვეტევით ამ დუნიაზე… ვის რა წაუღია, ჩვენ რომ წავიღოთ!
რისთვის იკლავენ თავს… რისთვის ირგებენ დედის რძესავით წყევლა-კრულვას? სკამი… დამიჯერეთ, თუ თავად არ ხარ ღირსების და ღირებულებების მატარებელი, ის სკამი ვერაფერს შეგმატებს… პირიქით, ტკივილის და დამცირების მეტს არაფერს მოგიტანს!"