რეზონანსი
14.08.2018

 საქართველოდან  თურქეთში ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი გადადის მედიკამენტების შესაძენად. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში წამალი გაცილებით ძვირია, ვიდრე თურქეთში. ამ მოქალაქეების თქმით, ამას კიდევ ერთი განსაკუთრებული მიზეზი აქვს - „ცარცია საქართველოში ნაყიდი წამლები“, ანუ უხარისხო და არაეფექტურია!

"წამლები, რომელშიც ჩემს ქვეყანაში 187 ლარი უნდა გადამეხადა ისიც საეჭვო ფასდაკლებით, თურქეთში ვიყიდე 63 ლარად ყველა ერთად! ამასთან ზუსტად ვიცი, რომ ცარცი და სხვა ნივთიერება არ შემრჩება ხელში, აქედან ერთ-ერთი 7 ლარი ღირდა, როცა ჩვენს სააფთიაქო ქსელში 58 ლარი ღირს. მესმის გააორმაგო, მაგრამ გააათმაგო?" – წერს ბათუმში მცხოვრები კობა ფარტენაძე "ფეისბუქზე" და თურქეთში ნაყიდი წამლების ფოტოს ურთავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×