რეზონანსი
14.08.2018

 შვედეთის რამდენიმე ქალაქში უცნობმა პირებმა ორასამდე მეტი ავტომობილი დაწვეს. 14 აგვისტოს ღამეს თავდასხმის სამიზნე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე 20-მდე სხვადასხვა ადგილი გახდა.

მხოლოდ ქალაქ გეტემბორგში 14 აგვისტოს ღამეს მინიმუმ 88 ავტომობილი დაიწვა. გეტემბორგის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უცნობი პირები თავდასხმებს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ახორციელებდნენ.

ქალაქ ტროლჰეტანში კი 40-მდე პირი ავტომობილების დაწვასთან ერთად სამართალდამცველებს თავს ესხმოდა და მათი მიმართულებით ქვებს ისროდა. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე შესაძლოა, ორგანიზებული დანაშაული იყოს. თავდამსხმელები კოორდინაციას, სავარაუდოდ, სოციალური ქსელების საშუალებით ახერხებდნენ. მომხდარზე პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×