რეზონანსი
14.08.2018

 სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ძალადობს 8 თვის ბავშვზე აღმზრდელი თბილისის ერთ-ერთ კერძო საბავშო-ბაღში. ვიდეო, სავარაუდოდ, ბავშვის დეიდამ გაავრცელა.

"ჩემი დისშვილი მივიყვანეთ ბაგა-ბაღში გამოუვალი მდგომარეობის გამო, რომელიც მდებარეობს თბილისში, დიდ დიღომში. ელენიკოს ექცევა "აღმზრდელი" უკანასკნელად. ბავშვს იმხელაზე გადააგდებინა თავი უკან, ლამის კისერში გადატეხა?" - წერს ბავშვის დეიდა.

როგორც Imedinews-ს ბაღის "პირველი ნაბიჯი" ადმინისტრაციაში განუცხადეს, ზაფხულის შვებულებების გამო, მათ დამატებითი კადრები დასჭირდათ. აღმზრდელი სულ 3 დღის მიღებული იყო და შესაბამისი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ქალი სამსახურიდან დაითხოვეს, შესაბამისი ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს, ხოლო ოჯახს ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი თავად გადასცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×