რეზონანსი
14.08.2018

 სახალხო დამცველის აპარატის მიერ მარნეულის, წალკის, გარდაბნისა და დმანისის მუნიციპალიტეტების რიგ სკოლებში 2018 წლის ივნისში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასკოლო გარემო და ინფრასტრუქტურული პირობები საგანგაშოა და გადაუდებელ მოწესრიგებას საჭიროებს:

მაგალითად, სოფელ ქვემო ყულარის, სოფელ ნაგების და დაბა თრიალეთის საჯარო სკოლებს არ მიეწოდება სასმელი და ტექნიკური გამოყენების წყალი; ასევე, საერთოდ არ ფუნქციონირებს წყალმომარაგების სისტემა.

სოფელ იმირის საჯარო სკოლაში ხელმისაწვდომია მხოლოდ ტექნიკური გამოყენების წყალი, ხოლო სასმელ წყალს სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებიდან იღებენ.

ანტისანიტარული მდგომარეობაა სკოლების საპირფარეშოებში, ხოლო სოფელ ზემო ყულარის სკოლას საკუთარი ტუალეტი არ აქვს. მოსწავლეების თქმით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას ისარგებლონ საპირფარეშოთი;

რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით სოფლად მდებარე სკოლებში, ბავშვებს არ აქვთ ხელის დაბანისა და საკმარისი რაოდენობის წყლის მიღების შესაძლებლობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×