რეზონანსი
14.08.2018

 რუსთავის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანის მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენის, შენახვისა და საქართველოში შემოტანისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ქართველმა პოლიციელებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ამა წლის თებერვალში სასაზღვრო პუნქტ „წითელ ხიდზე" დააკავეს. სამართალდამცველებმა გამოარკვიეს, რომ ბრალდებულმა აზერბაიჯანში შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი", „მეტამფეტამინი" და „ჰეროინი" — სულ 7,2 გრამი, დამალა ის სხეულში და საქართველოში გამოემგზავრა.

გასულ კვირას იმავე სასამართლომ, ასევე ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისთვის, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ირანის მოქალაქეს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×