რეზონანსი
14.08.2018

 საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა ცუცქირიძის თქმით, ეროვნული ბანკის ერთადერთი მიზანი ეფექტური გაცვლითი კურსია. თუ საგარეო ბაზრებზ ვითარება არ დასტაბილურდება, შემოდგომაზე ლარი უფრო დასუსტდება.

„სებ-ი ცდილობს გვქონდეს ეფექტური გაცვლითი კურსი და ლარი იყოს კონკურენტუნარიანი სასაქონლო ექსპორტთან მიმართებაში. სხვანაირად შეუძლებელია. რაც შეეხება კურსის ცვლილებას, ესეც ბუნებრივია იმ მოვლენების ფონზე, რაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხდება. ასევე შიდა ფაქტორებიდან გამოვყოფდი მაღალ მაჩვენებლს საგარეო ვალთან მიმართებაში. ვგულისხმობ არა მარტო სახელმწიფო ვალს, არამედ ბანკების ვალს, კომპანიების ვალს და ა.შ. თანაც ჩვენი ბაზარი პატარაა და არც ლარია კონვერტირებადი ვალუტა. ბუნებრივია, ასეთი ამბები თუ გაგრძელდება, დაახლოებით 2-3 თვეში ლარის უფრო გაუფასურდება. იმედია სებ-ი ამას დაასტაბილურებს და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება“, - განმარტავს ცუცქირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×