რეზონანსი
14.08.2018

 2016-2017 სასწავლო წლებში, სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საშუალო საფეხურზე (მე-10 - მე-12 კლასი) სწავლა ვერ განაგრძო 8300-მა, ხოლო საბაზო საფეხურის (მე-7- მე-9 კლასი) დასრულებამდე 3441 მოსწავლემ.

ყველაზე მეტმა მოსწავლემ სკოლა თბილისში დატოვა. კერძოდ, საშუალო საფეხურზე სწავლა შეწყვიტა 2168 მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე - 1348 მოსწავლემ. რაც შეეხება რეგიონებს, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტმა მოსწავლემ სკოლა ქვემო ქართლსა და კახეთში დატოვა. კერძოდ, ქვემო ქართლში საშუალო საფეხურზე სწავლა ვერ გააგრძელა 1835-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე - - 828 მოსწავლემ. კახეთში საშუალო საფეხურზე სწავლა შეწყვიტა 891-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე - 327-მა მოსწავლემ.

როგორც განათლების სამინისტროდან „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული დოკუმენტიდან ირკვევა, 2016-2017 სასწავლო წელს, საბაზო საფეხურზე, ავადმყოფობის გამო სწავლა ვერ განაგრძო 96-მა, ხოლო საშუალო საფეხურზე - 78-მა მოსწავლემ. ამავე სასწავლო წელს, გარდაცვალების გამო საბაზო საფეხურზე სწავლა ვერ განაგრძო 64-მა, ხოლო საშუალო საფეხურზე - 38-მა მოსწავლემ. დაოჯახების გამო საბაზო საფეხურზე სწავლა ვერ განაგრძო 14-მა, საშუალო საფეხურზე კი, 243-მმა მოსწავლემ.

სწავლის შეწყვეტის სხვა მიზეზებად განათლების სამინისტრო საზღვარგარეთ მოსწავლეების ოჯახთან ერთად გამგზავრებას, მუშაობის დაწყებას, სკოლიდან გარიცხვას და სხვა მიზეზებს ასახელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×