რეზონანსი
14.08.2018

 (რეზონანსი) ორი თვის წინ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული, რომელიც ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით მიმდინარეობს.

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიებას საფუძვლად თავად მაჩალიკაშვილის საჯარო განცხადება დაედო, რომლის თანახმადაც მაჩალიკაშვილი თანამოაზრეებთან ერთად სუს-ში შესვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×